გამოკითხვა

რომელ მობ. სისტემას ხმარობთ?
არცერთს
Android
IOS
Windows Phone
Symbian

კალენდარი

«    დეკემბერი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

აპრილი 2017 (1)
თებერვალი 2017 (1)
იანვარი 2017 (1)
დეკემბერი 2016 (3)
ნოემბერი 2016 (11)
სექტემბერი 2016 (1)

რეკლამა

» სიახლეები დეკემბერი 2012 წელი
ავტორი: GoGa თარიღი: 31-12-2012, 19:37 კომენტარები: 10 ნახვები: 725
მოგესალმებით ყველას Mor.Ge - ს ადმინისტრაცია და გილოცავთ ყველას ახალ წელს! გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს! Mor.Ge უკვე მეორე წელია რაც არსებობს და ვცდილობთ წავახალისოთ ჩვენი მომხმარებლები სხვადასხვა კონკურსებით. გისურვებთ წარმატებებს!

PS. ამ პოსტში შეგიძლიათ ერთმანეთს მიულოცოთ ახალი წელი.
ავტორი: GoGa თარიღი: 31-12-2012, 19:29 კომენტარები: 11 ნახვები: 1317
მოგესალმებით ყველას Mor.Ge - ს ადმინისტრაცია და გილოცავთ დამდეგს! ჩვენს საიტზე ტარდება ტრადიციულად ყოველ ახალ წელს კონკურსი სახელად "მეკვლე". ალბათ სახელიდან გამომდინარე მიხვდით კონკურსის შინაარს და ვისაც გსურთ მონაწილეობა გაეცანით წესებს. პრიზი არის 5 ლარი!

წესები:
1. მეკვლე იქნება ის ვინც პირველ კომენტარს დაწერს სიახლეზე სახელად "მეკვლე", რომელიც რამდენიმე წუთით ადრე დაიდება ახალ წლამდე.
2. კომენტარი უნდა იყოს შემდეგნაირი:
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა!

Skype: თქვენი სკაიპის სახელი

3. კომენტარების დატოვების დრო შეფასდება საიტის დროით (თქვენ შეილება საათი წინ ან უკან გქონდეთ გადაწეული ამიტომ საიტის დრო ზუსტია.) არ ითვლება 00:00 მაგრამ 00:01 უკვე ჩაითვლება.
4. ამ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საიტის მფლობელები (Owners) და ადმინისტრატორები (Admins).
5. პრიზი ანუ 5 ლარი გადაირიცხება eMoney - ს საშუალებით.


PS. აქ შეგიძლიათ დატოვოთ მეკვლეს კომენტარი!
ავტორი: GoGa თარიღი: 31-12-2012, 18:44 კომენტარები: 18 ნახვები: 846
მოგესალმებით ყველას Mor.Ge - ს ადმინისტრაცია და გილოცავთ დამდეგს! ჩვენს საიტზე ტარდება ტრადიციულად ყოველ ახალ წელს კონკურსი სახელად "მეკვლე". ალბათ სახელიდან გამომდინარე მიხვდით კონკურსის შინაარს და ვისაც გსურთ მონაწილეობა გაეცანით წესებს. პრიზი არის 5 ლარი!

წესები:
1. მეკვლე იქნება ის ვინც პირველ კომენტარს დაწერს სიახლეზე სახელად "მეკვლე", რომელიც რამდენიმე წუთით ადრე დაიდება ახალ წლამდე.
2. კომენტარი უნდა იყოს შემდეგნაირი:
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა!

Skype: თქვენი სკაიპის სახელი

3. კომენტარების დატოვების დრო შეფასდება საიტის დროით (თქვენ შეილება საათი წინ ან უკან გქონდეთ გადაწეული ამიტომ საიტის დრო ზუსტია.) არ ითვლება 00:00 მაგრამ 00:01 უკვე ჩაითვლება.
4. ამ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საიტის მფლობელები (Owners), ადმინისტრატორები (Admins) და მოდერატორები (Moderators).
5. პრიზი ანუ 5 ლარი გადაირიცხება eMoney - ს საშუალებით.


PS. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ დაწერეთ კომენტარებში.
ავტორი: ToLo თარიღი: 31-12-2012, 18:40 კომენტარები: 12 ნახვები: 802
მოგესალმებით მე Mor.Ge-ს მოდერატორი, GioToLo და მთელი ჩვენი ჯგუფის სახელით მიდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. 2013 წელი ყოფილიყოს ყველასათვის საუკეთესო გისურვებთ: ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებებს... ჩვენი კი გპირდებით რომ ბევრი ახალი პროექტით და მოტივით განვაგრძელებთ თქვენთვის მუშაობას.

Happy New Year !
zamtari
ავტორი: sarkoza თარიღი: 31-12-2012, 13:07 კომენტარები: 0 ნახვები: 525
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი საკუთარი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს აქებს.

"ფალკაო - მთავარი ფეხბურთელია ჩვენი გუნდის, მან ძალიან სერიოზული პროგრესი განიცადა, დიდებული გოლის ალღო აქვს, რაც მსოფლიო კლასის ფორვარდათ აქცევს.", - აცხადებს სიმეონე.

"მე არასდროს მიმუშავია მსგავს ფეხბურთელთან ის ნამდვილი გოლეადორია. ძალიან მოხარული ვარ, რომ მასთან მუშაობა მიწევს." , - დაასრულა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ რადამელ ფალკაომ 16 ჩატარებული მატჩიდან 17 გოლის გატანა შეძლო.
ავტორი: sarkoza თარიღი: 31-12-2012, 13:04 კომენტარები: 1 ნახვები: 584
"იუვენტუსი" და "პარი სენ ჟერმენი" კატალონიური "ბარსელონას" ბრაზილიელ მცველს ადრიანო კორეიას აკვირდება, იტყობინება Sport.es.

ეს კლუბები მზად არიან ბრაზილიელ ფეხბურთელს იმაზე უკეთესი პირობები შესთავაზონ, ვიდრე "ბარსელონა" სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას ითხოვს კატალონიური გრანდი ბრაზილიელის სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში კორეიამ "ბარსელონას" მაისურით ესპანეთის ლა ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
ავტორი: ToLo თარიღი: 31-12-2012, 12:54 კომენტარები: 2 ნახვები: 1521
დასახელება: Fire Skin : M4A1 & Deagle
ავტორი: ToLo
თამაში: Counter-Strike 1.6

ეს არის ძალიან მაგარი სკინები Fire M4A1 და Deagle–სათვის სკინი არის გაფორმებული წითელი ზოლებით რომლებიც ცეცხლის ენებს გავს, მოკლედ ძალიან ლამაზი და უცნაური სკინი გირჩევთ დააყენოთ ადრე ამას ვიყენბდი სანამ MW2 –ის პაკეტს ვიშოვიდი, 100% მუშაა.


ატვირთულია: MyDisk.Ge-1294 KB (ზომა)
ავტორი: shawn თარიღი: 31-12-2012, 00:20 კომენტარები: 5 ნახვები: 1171
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: როგორ მოიპარა გრიჩმა შობა
ორიგინალი დასახელება: How the Grinch Stole Christmas
გამოსვლის წელი: 2000
ჟანრი: ფანტასტიკა, დრამა, კომედია, საოჯახო
რეჟისორი: რონ ჰოვარდი
როლებში: ქრისტინ ბარანსკი, ჯიმ ქერი, ტეილორ მომსენი, ჯეფრი ტემბორი

ფილმის შესახებ:
იყო და არა იყო ქალაქ კტოგრადში პატარა ადამიანი, და ერქვა მას – გრინჩი. ის მწვანე იყო და თმიანი, ია არავის უყვარდა. გაბრაზდა გრინჩი კტოველებზე და წავიდა მარტოხელა მთაზე საცხოვრებლად. იჯდა იქ თავის გამოქვაბულში და მთელ სამყაროზე ბრაზდებოდა. ყველაზე ძალიან გრინჩს არ უყვარდა შობა. იმ დროს, როდესაც მთელი კტოგრადის მოსახლეობა მხიარულობდა, გრინჩის ისედაც მუდამ ცუდი გუნება, სულ ფუჭდებოდა. ყოველი შობა მწვანე მარტოხელასთვის საშინელ ძამებად იქცა. და აი ერთხელაც მთის ბოროტმა მაცხოვრ.
ავტორი: shawn თარიღი: 30-12-2012, 22:59 კომენტარები: 4 ნახვები: 1305
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: სანელებლები პრინცესა
ორიგინალური დასახელება: The Mistress of Spices
წელი: 2005
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: პაულ მაიედა ბერგესი
როლებში: აიშვარაია რაი, ნიტინ განატრა, დილან მაკდერმოტი, ადეუეილ აკინუიე-აგბაიე

ფილმის შესახებ:
კარრისთვის და კორმასისთვის ინგრიდიენტების ყიდვის დროს, სან–ფრანცისკოს გარეუბანში მდებარე სუნელების მაღაზიის კლიენტები შეიძენენ რაღაცას ბევრად უფრო ფასეულს – სანუკვარი სურვილების ასრულებაში დახმარებას.
ავტორი: shawn თარიღი: 30-12-2012, 21:58 კომენტარები: 0 ნახვები: 851
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: გულთა დამპყრობელები
ორიგინალური დასახელება: I Heart Huckabees
წელი: 2004
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: დავიდ.ო რუსელი
როლებში: ნაომი უოთსი, დასტინ ჰოფმანი, ჯუდ ლოუ, ჯეისონ შვარცმანი, ქევინ დანი, მარკ უოლბერგი

ფილმის შესახებ:
ჯეფების საოჯახო წყვილმა გადაწყვიტა დეტექტივები გამხდარიყვნენ პირადი ემოციური პრობლემების მოგვარების სფეროში. მათი პირველი კლიენტი – ალბერტ მარკოვსკია, რომელსაც ცნობილ საბითუმო ქსელში მომავალი კარიერის შიშები სტანჯავენ. გამოძიების პროცესში ჯეფები ეცნობიან ალბერტის ახლობლებს და ხვდებიან, რომ მათ ყველას მათი დახმარება ესაჭიროებათ.
ავტორი: shawn თარიღი: 30-12-2012, 21:48 კომენტარები: 5 ნახვები: 1102
ამ ვიდეოში განახებთ თუ როგორ დავამატოთ სიახლე Mor.ge - ზე
ავტორი: shawn თარიღი: 30-12-2012, 21:15 კომენტარები: 4 ნახვები: 1609
ეს არის white.MIMIK* ORIGINAL CFG. ძალიან მაგარი ცფგ ა რასაც ქვია მიაქვს და არ პინგავს სერვერებზე 89 % ით მუშაა და რაც მთავარია ჩეტერული არაფერი ურევია რადგან ამ კაცმა ჩემს თვალწინ ააწყო ეს ცფგ.


ატვირთულია: Mydisk.ge-423 KB (ზომა)
ავტორი: sarkoza თარიღი: 30-12-2012, 19:15 კომენტარები: 0 ნახვები: 586
"ჩელსიმ" შესაძლოა მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი ფაბიო კოენტრაო გადაიბიროს, იტყობინება Marca.

მოცემული წყაროს ინფორმაციით, ამ ტრანსფერს შესაძლოა ხელი იმ ფაქტმა შეუწყოს, რომ ლონდონელების მარცხენა მცველი ეშლი კოული "არისტოკრატებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კოენტრაოს "ჩელსის" მფლობელთან რომან აბრამოვიჩთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ასევე იტყობინებიან იმასაც, რომ ფაბიოს აიტორ კარანკასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს - მადრიდის "რეალში" ჟოზე მოურინიოს ასისტენტთან.

შეგახსენებთ, რომ კოენტრაო "ბლანკოსმა" ლისაბონის "ბენფიკადან" 30 მილიონ ევროდ შეიძინა. მას კლუბთან კონტრაქტი კიდევ ოთხი წლით აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მადრიდელების მაისურით მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა
ავტორი: sarkoza თარიღი: 30-12-2012, 16:00 კომენტარები: 0 ნახვები: 552
“დენვერის” მსუბუქმა ფორვარდმა დანილო გალინარიმ “დალასთან” მატჩში (106:85) 39 ქულა დააგროვა და შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა, ამას იტყობინება The Asociated Press.
იტალიელმა კალათბურთელმა “მავერიქსთან” დაპირისპირებისას პარკეტზე 34 წუთი დაჰყო. მან თამაშიდან 23-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 14-ჯერ მიზანს უწია, აქედან 11-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და 4-ვე საჯარიმო ტყორცნა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დანილო საშუალოდ მატჩში 16,2 ქულას, 5,6 მოხსნას და 2,5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
ავტორი: sarkoza თარიღი: 30-12-2012, 15:59 კომენტარები: 0 ნახვები: 495
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი განცხადებას ავრცელებს "ნიუკასლთან" მატჩის შემდგომ. ფრანგი სპეციალისტი მოხარულია საკუთარი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშის ტეო უოლკოტის თამაშით.

"მისი ადგილი არსენალშია, ვფიქრობ, რომ თეოს უყვარს კლუბი, კლუბს კი უყვარს ის.", - აცხადებს არსენ ვენგერი.

"მის მიერ გატანილი პირველი გოლი იყო ტიერი ანრის სტილში, მანმშვენივრად შეითავსა ეს ფუნქცია. იგი ძალიან კარგად პროგრესირებს და ვიმედოვნებს, რომ ეს პროგრესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.", - აცხადრებს ფრანგი სპეციალისტი.
ავტორი: sarkoza თარიღი: 30-12-2012, 15:58 კომენტარები: 0 ნახვები: 513
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენტორმა, უარყო პრესაში გავრცელებული ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ პორტუგალიელი მოთამაშე "ოლდ ტრაფორდს" ტოვებს.

"ჩვენ არ ვაპირებთ ნანის გაყიდვას. ჩვენ ის გვჭირდება."-აცხადებს სერ ალექსი.

"მისი კონტრაქტი ძალაშია, მომავალი წელი და კიდევ ნახევარი. მას მოაქვს ჩვენი თამაში, იგი ძალიან დიდ ნიჭს ფლობს."

"სამწუხაროდ მოცემულ მომენტში, ის დაშავდა. მას გავგზავნით დუბაიში დასასვენებლად და ძალების აღსადგენად."
ავტორი: sarkoza თარიღი: 30-12-2012, 15:57 კომენტარები: 0 ნახვები: 550
მადრიდის "რეალის" მცველმა, კეპლერ პეპემ, ბოლო მოუღო გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდს დატოვებდა.

"რონალდუ მადრიდში ბედნიერია. ის ახლა მთლიანად ორიენტირებულია კლუბზე და მზადაა, რომ დაეხმაროს გუნდს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს," - ამბობს პეპე.

"რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, მისი გეგმები არ ვიცი. ამის შესახებ, ცოტა რამაა ცნობილი. მხოლოდ მან იცის თავისის გეგმების შესახებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის დარჩება," - დაასრულა პორტუგალიელმა.
ავტორი: sarkoza თარიღი: 30-12-2012, 15:56 კომენტარები: 0 ნახვები: 532
"დეზები" აპირებენ ძალიან შეამცირონ მადრიდის "რეალის" საბანკო ანგარიში.

ლონდონის "ტოტენჰემის" პრეზიდენტმა, დანიელ ლევმა, საბოლოოდ გადაწყვიტა 23 წლის უელსელი მოთამაშის მადრიდში გაყიდვა. იგი არც მეტი არც ნაკრები-60 მილიონ ფუნტს ითხოვს მის სანაცვლოდ. ლევის თანახმად, გარეტ ბეილი არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დიდი კონკურენცია გაუწიოს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: ლიონელ მესი, კრისტიანო რონალდო და რადამელ ფალკაო გარსია.

"თეთრები" თავიანთ შემადგენლობაში, ბეილს ხედავენ. მათ უკვე გაუკეთეს ლონდონელებს წინადადება, 33 მილიონი ფუნტის სახით, მაგრამ პასუხი უარით დაუბრუნდა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ უელსელმა სულ ცოტა ხნის წინ "ტოტენჰემთან" ოთხწლიან ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი.

მაგრამ "დეზები" იანვარში, მხოლოდ ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებენ, არამედ მათ ასევე სურთ "ნიუკასლის" თავდამსხმელის, დემბა ბას შეძენა. ისინი სავარაუდოდ, 7.5 მილიონის ფუნტის გადახდას აპირებენ.
ავტორი: sarkoza თარიღი: 30-12-2012, 15:55 კომენტარები: 0 ნახვები: 538
ტურინის "იუვენტუსმა" დროგბას მიმართ ინტერესი დაკარგა, ამიტომ "მილანს" "ჩელსის" ყოფილი ლიდერისთვის კონტრაქტის გაფორმების ჩინებული შანსი მიეცა - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport.

ამბობენ, რომ როგორც კი ადრიანო გალიანი ბრაზილიიდან დაბრუნდება, (იქ პატოსა და რობინიოს ტრანსფერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები) დიდიე დროგბას თაობაზე წინადადებას გააკეთებს.

თუ "მილანმა" დროგბა საკუთარ რიგებში გადმოიყვანა, პირველი თვის განმავლობაში მაინც ვერ შეძლებს მისით სარგებლობას, რადგან ფეხბურთელი აფრიკის ერთა თასზე იასპარეზებს.
ავტორი: sarkoza თარიღი: 30-12-2012, 15:53 კომენტარები: 0 ნახვები: 521
მერსისაიდელებს 28 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის დაბევება იანვარშივე სურთ. როგორც იტალიური Gazzetta dello Sport იუწყება, "ლივერპულმა" "ინტერს" ნახევარმცველის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა.

უესლი სნეიდერი სათამაშო პრაქტიკის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც კლუბთან ახალ კონტრაქტზე არ მოაწერა ხელი და არ დათანხმდა ხელფასის შემცირებას. ამის შემდეგ ჰოლანდიელს "ემიუს", "ტოტენჰემსა" და "შალკეს" უკვშირებდნენ.

საინტერესოა, გადავა თუ არა სნეიდერი ისეთ გუნდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ნაკლები პერპექტივები აქვს. გარდა ამისა ფეხბურთელის მაღალი ხელფასიც გასათვალისწინებელია.





kinofilmi.ge