გამოკითხვა

რომელ მობ. სისტემას ხმარობთ?
არცერთს
Android
IOS
Windows Phone
Symbian

კალენდარი

«    მარტი 2015    »
ორსაოთხუპაშაკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აპრილი 2017 (1)
თებერვალი 2017 (1)
იანვარი 2017 (1)
დეკემბერი 2016 (3)
ნოემბერი 2016 (11)
სექტემბერი 2016 (1)

რეკლამა

» სიახლეები მარტი 2015 წელი
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:48 კომენტარები: 0 ნახვები: 376
"ა"ლიგის მე-3 ტური წყალტუბოში დაიწყო. ერთამნეთს ტურნირის 2 წაუგებელი გუნდი - „წყალტუბო“ და „არენა 76“ შეხვდა. მატჩი სტუმრათა გამარჯვებით - 93:82 დასრულდა და შესაბამისად, „ა“ ლიგას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი „არენა 76“.
არენელებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა, როცა საწყისი პერიოდი 10 ქულით მოიგო. მოპოვებული უპირატესობა მასპინძლებს აღარ დაუთმიათ - გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:48 კომენტარები: 0 ნახვები: 353
მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეზონში ჩირო იმობილე დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობის იმედებს ვერ ამართლებს, გერმანულ კლუბს მისი გაშვება დიდად არ სურს.

დორტმუნდელები, მზად არიან, იტალიელს შემდეგ სეზონში კიდევ ერთი შანსი მისცენ, თუმცა სერია ა-ს რამდენიმე კლუბს ჩიროს სამშობლოში დაბრუნება სურს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იმობილეთი „მილანი“, „ლაციო“, „ფიორენტინა“ და „ნაპოლი“ ინტერესდებოდნენ.

„ბორუსია“ ჩიროს გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კომპენსაციის სახით, მინიმუმ, 18 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბმა იმობილეს სანაცვლოდ დაახლოებით ეს თანხა გადაიხადა და მისი არც ისე კარგი თამაშის გამო ფასის დაკლებას არ აპირებს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში იტალიელმა ბუნდესლიგაში სულ სამი გოლი გაიტანა.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:47 კომენტარები: 0 ნახვები: 325
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „მონაკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებზე ისაუბრა.

„მონაწილე გუნდების გათვალისწინებით, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა რთული იქნება. ტურნირის ამ სტადიაზე ადვილი მეტოქეები არ არიან, შემდეგ ეტაპზე გასვლა ნებისმიერ გუნდს შეუძლა, ამიტომაც „მონაკოს“ დიდ პატივს ვცემთ. საკუთარი თავის ფავორიტად მოხსენიება დიდი შეცდომაა.

ჩემპიონთა ლიგაზე მოსაღწევად მცირე იღბალიცაა საჭირო. შესაძლოა, მოულოდნელად გოლი გაუშვა, რომელიც თამაშის მიმდინარეობას რადიკალურად შეცვლის.

ტურნირის მოგება? ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. მეტიც, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უფასოდაც ვითამაშებდი“, - განაცხადა ესპანელმა ფორვარდმა.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:47 კომენტარები: 0 ნახვები: 363
გერმანელი ნახევარმცველი, ილკაი გუნდოგანი გუნდის შეცვლას არ აპირებს.

ჟურნალ Kicker-ის ინფორმაციით, გუნდოგანისა და გუნდის მოლაპარაკება ახალი კონტრაქტის თაობაზე კარგად მიმდინარეობს, მხარეები მალე შეთანხმდებიან.

ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგდება. გერმანელი ახალი ხელშეკრულების თანახმად, წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს.

ადრე იყო ჭორები, რომ ილქაის გაფორმებით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" ინტერესდებოდა.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:46 კომენტარები: 0 ნახვები: 353
"არსენალის" ტრავმირებული ფეხბურთელები მოედანს უბრუნდებიან. Arseblog.com-ის "ბრენტფორდთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე გამოჯანმრთელებული ოთხეული გამოვიდა.

ჯეკ უილშირმა, მიკელ არტეტამ და აბუ დიაბიმ პირველი ტაიმი ჩაატარეს, მატიე დებიუშიმ კი 60 წუთი დაჰყო მოედანზე.

მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი მათგანი შაბათს გასამართ "ლივერპულთან" მატჩის განაცხადშიც მოხვდება.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:45 კომენტარები: 0 ნახვები: 327
მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა აღნიშნა, რომ ფეხბურთის დახმარებით მან ბევრ რამეს მიაღწია. რომ არა ფეხბურთი, ის, სავარაუდოდ, ოფიციანტი იქნებოდა.

"ფეხბურთელი რომ არ გავმხდარიყავი, ოფიციანტი ან რაიმე ასეთი ვიქნებოდი. ამაზე ბევრი მიფიქრია. მადლობა ღმერთს, ფეხბურთი ავირჩიე", - მოდრიჩის სიტყვებს ხორვატული სააგენტო Hina ციტირებს.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:44 კომენტარები: 0 ნახვები: 287
ბრემენის "ვერდერს" სებასტიან პრიოდლთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ თანხმდებიან.

დიდი ალბათობით, ზაფხულში პრიოდლი ბრემენს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

27 წლის ფეხბურთელი "ვერდერის" ღირსებას 2008 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში კი ბუნდესლიგის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:44 კომენტარები: 0 ნახვები: 329
კამერუნელი ნახევარმცველი, ალექს სონგი, შესაძლოა, "ლივერპულში" გადაბარგდეს. Liverpool Echo-ს ცნობით, მერსისაიდელები "ვესტ ჰემში" მოთამაშე "ბარსელონას" ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულები.

შეგახსენებთ, რომ "არსენალიდან" კატალონიურ კლუბში გადასულმა სონგმა ახალ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო, რის გამოც ის "ვესტ ჰემში" გაანათხოვრეს.

საინტერესოა, რომ "ლივერპულთან" ერთად სონგის გადაბირებაზე კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, "მანჩესტერ სიტიც" ფიქრობს.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:44 კომენტარები: 0 ნახვები: 340
ყაზახეთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ ფიქრობენ. კონსულტაციები სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს.

"კონსულტაციებს ქვეყნის ხელმძღავნელებთან ვაწარმოებთ. ჩვენი ეკონომიკა მზადრია, ქვეყანა კი ვითარდება. ამიტომ, მუნდიალზე ფიქრიც სავსებით რეალურია.

ჩვენს გეგმებში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა და შემდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაა" - განაცხადა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ერლან კაჟაგაპანოვმა.

2026 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყანა 2017 წელს დასახელდება.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:43 კომენტარები: 0 ნახვები: 352
პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის ინტერესთა სფეროში "ბარსელონას" ფორვარდი, ნეიმარი მოხვდა. ინფორმაციას Le Parisien-ის ჟურნალისტი, ლორან პერინი ავრცლებს. მისი სიტყვებით, ფრანგულ კლუბში ბრაზილიელ შემტევს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მოიაზრებენ.

"ნეიმარი პარიზელთა მთავარი სამიზნეა. თუმცა, თუ ლიონელ მესის ყიდვის შესაძლებლობა გაჩნდება, კლუბში ბევრს არ იფიქრებენ და არგენტინელის ტრანსფერს განახორციელებენ" -ამბობს ჟურნალისტი.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ კლუბი ამ ფეხბურთელების გაყიდვაზე არ ფიქრობს.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:42 კომენტარები: 0 ნახვები: 323
რომაული გუნდი ერთ-ერთი ლიდერის, ჟერვინიოს გარეშე დარჩა. კოტდივუარელმა ფეხბურთელმა ტრავმა სანაკრებო შეკრებაზე მიიღო. რომში ვარაუდობენ, რომ მოთამაშეს დაახლოებით სამი კვირა გაუცდება.

სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში ჟერვინიომ 20 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლთან ერთად სამი საგოლე პასიც შეასრულა.

მოახლოებულ ტურში "რომა" "ნაპოლის" დაუპირისპირდება, რომელიც დედაქალაქური კლუბის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია მეორე ადგილისთვის ბრძოლაში.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:42 კომენტარები: 0 ნახვები: 235
ორი სკუდეტო, რომელიც "იუვენტუსმა" 2006 წელს დაკარგა, შეიძლება მათ დაუბრუნდეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მზად არის გააკეთოს ეს ყოველივე, თუ გუნდი გაიტანს სარჩელს სასამართლოდან, 443 მილიონის მიღების თაობაზე.

"ამ ეტაპზე, "იუვენტუსს" ფედერაციის 443 მილიონით დაზარალება შეუძლია. მოგვინებით, ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებას დაკარგული სკუდეტოების თაობაზე,"-განაცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, კარლო თავეკიომ.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:41 კომენტარები: 0 ნახვები: 341
მადრიდის "რეალის" მცველმა, ფაბიო კოენტრაუმ გუნდს მიანიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს.

"სამეფო გუნდის" პორტუგალიელ მცველს გუნდში სათამაშო დრო აღარ ეძლევა, ამიტომაც კრიშტიანუ რონალდუს თანამემამულე წინააღმდეგი არაა, ახალ კლუბში გადაბარგების.

ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კოენტრაუს შეძენის "მანჩესტერ იუნაიტედია". პორტუგალიური პრესა იტყობინება, რომ ფაბიოსთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე კარგი ვარიანტი "მანკუნიანელებში" გადასვლა იქნება.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ "მანჩესტერში" თამაშზე უარს არ ვიტყოდი. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაში სასიამოვნოა. იმედი მაქვს, "რეალში" შანსი კვლავ მომეცემა, ყველაფერი სწრაფად არ ხდება, საკუთარ შესაძლებლობებს აუცილებლად დავამტკიცებ,"-განაცხადა კოენტრაუმ.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" 27 წლის მცველმა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:41 კომენტარები: 0 ნახვები: 330
ეკვადორის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ არგენტინელთა დამრიგებელმა, ხერარდო მარტინომ მესის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გუნდის ლიდერმა, შესაძლოა, დღევანდელი შეხვედრაც გამოტოვოს. შეგახსენებთ, დაზიანების გამო მესის სავადორთან მატჩში არ უთამაშია.

"მესი ტრავმირებული არ არის, თუმცა ბუცების ჩაცმის დროს ის დისკომფორტს გრძნობს. ლეოს სერიოზული არაფერი სჭირს, თუმცა ჩვენ მოთამაშეების ჯანმრთელობით გარისკვის უფლება არ გვაქვს" - განაცხადა მარტინომ.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:40 კომენტარები: 0 ნახვები: 256
ლეგენდარულმა თავდამსხმელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცზე ისაუბრა.

90-იან წლებში, ჰრისტო სტოიჩკოვმა "ბარსელონაში" ლუი ვან გაალის მეთაურობით ითამაშა. ამის შემდეგ, ბულგარელს მასზე კარგი არ უთქვამს.

"მას პატივს არ ვცემ. ის ნაბიჭვარია. ერთხელ, როდესაც ტრავმირებული ვიყავი, მეუღლესთან ერთად "კამპ ნოუზე" მოვიდა და შეკითხვები დამაყარა. ცოლს უთხრა: "როგორ შეიძლება დავინახოთ ასეთი ადამიანი?", ცოლმა უპასუხა: "როგორც, ოქროს ბურთის მფლობელი". ამის გამო, ვან გაალმა ჩამომიშორა, გამაძევეს "ბარსელონადან"".

ამის შემდეგ, ბულგარელმა გაიხსენა ჟოზე მოურინიო, რომელიც ლუი ვან გაალის თარჯიმანი იყო.

"არასდროს ვფიქრობდი, რომ ჟოზე მხოლოდ თარჯიმანი იყო. ის იყო ჩემი მწვრთნელიც, მაგრამ ზედმეტები არასდროს მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჭკვიანი და მყისიერი იყო,"-განაცხადა სტოიჩკოვმა.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:39 კომენტარები: 0 ნახვები: 343
„მემფის გრიზლისისა~ და „საკრამენტო კინგზის“ მატჩში ერთი კურიოზული მონენტი მოხდა, როდესაც მარკ გასოლმა საშუალო დისტანციიდან ბურთის ჩაგდება ვერ შეძლო, რის შემდეგაც თავისი მაისური დახია.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:39 კომენტარები: 0 ნახვები: 326
"ნაპოლის" ხელმძღვანელობამ რაფაელ ბენიტესს ახალი კონტქტი შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის ახლანდელი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი და თავად ბენიტესი მის გახანაგრძლივებას არ ჩქარობს.

Sky Italia-ის ცნობით ბენიტესს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა მას მხოლოდ 1 წლით სურს ნეაპოლში დარჩენა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა ორ კვირაშია მოსალოდნელი.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:38 კომენტარები: 0 ნახვები: 347
დღეს, რაგბში, 18-წლამდელთა ელიტ დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 6:6 დასრულდა, ამიტომ გამარჯვებული ჯარიმების დუელში გამოვლინდა. ქართველმა ახალგაზრდებმა დარტყმები იტალიელებზე უკეთ შეასრულეს და მეტოქე 5:4 დაამარცხეს.

"ბორჯღალოსნები" ფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი 4 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:38 კომენტარები: 0 ნახვები: 340
"პალერმოს" პრეზიდენტი, მაურისიო ჯამპარინი კვლავ განაგრძობს მისი არგენტინული ბრილიანტის მოვლას.

"იუვენტუსმა და არსენალმა უკვე გააკეთეს წინადადებას დიბალას ტრანსფერზე. მოთამაშის აგენტი იტალიაში პარასკევს ჩამოვა, მასში 40 მილიონზე მეტს ვითხოვთ".

"დიბალას სურს იტალიაში დარჩენა, მაგრამ მისთვის ინგლისში "არსენალი" ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგან პაოლო სწორედ არსენ ვენგერის სტილს ერგება,"-განაცხადა ჯამპარინიმ.

მიმდინარე სეზონში, პაულო დიბალამ სერია ა-ში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ავტორი: Dark თარიღი: 31-03-2015, 23:37 კომენტარები: 3 ნახვები: 651
Martin Garrix - Forbidden Voices





kinofilmi.ge