გამოკითხვა

რომელ მობ. სისტემას ხმარობთ?
არცერთს
Android
IOS
Windows Phone
Symbian

კალენდარი

«    აპრილი 2015    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თებერვალი 2017 (1)
იანვარი 2017 (1)
დეკემბერი 2016 (3)
ნოემბერი 2016 (11)
სექტემბერი 2016 (1)
აგვისტო 2016 (3)

რეკლამა

» სიახლეები აპრილი 2015 წელი
ავტორი: ZaqroPC თარიღი: 30-04-2015, 18:04 კომენტარები: 0 ნახვები: 1352
ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: Sniper Elite 3
წელი: 2014
ჟანრი: Action, Shooter, 3rd Person
შემქმნელი: Rebellion
გამომცემელი: 505 Games
პლათფორმა: Pc.
გამოცემის ტიპი: რეპაკი
ინტერფეისის ენა: რუსული / ინგლისური
გახმოვანების ენა: რუსული / ინგლისური
წამალი: მოყვება(RELOADED | REVOLT)

თამაშის აღწერა:
Sniper Elite 3-ის სიუჟეტი ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს. ამერიკული აგენტის კარლ ფეიბერნის როლში თქვენ მოგიწევთ გამგზავრება ჩრდილოეთ აფრიკაში, რათა დაეხმაროთ მოკავშირე ჯარებს ფაშისტურ ჯარების შემოსევის მოგერიებაში. პარალელურად მთავარი გმირი გებულობს საიდუმლო პროგრამას, რომელსაც ფლობს გერმანული კონტრდაზვერვა. პროგრამა შეიცავს ულტრატექნოლოგიური ტანკების სქემას, ამ ტანკების საშუალებით გერმანია შეძლებს შეცვალოს ომის ისტორია...

სისტემური მოთხოვნილებები:

ოპერაციული სისტემა: WinVista, Win7,Win8
პროცესორი: Intel Core 2 Duo Family
ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
ვიდეო კარტა: NVIDIA® GeForce® 8800 series
ხმის კარტა: с DirectX® 9.0с
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 16 GB
ავტორი: ZaqroPC თარიღი: 30-04-2015, 17:55 კომენტარები: 0 ნახვები: 1598
ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: Sniper Elite V2
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 3rd Person / Stealth
შემქმნელი: Rebellion
გამომცემელი: 505 Games
გამოცემის ტიპი: SteamRip
პლატფორმა: PC
ინტერფეისის ენა: RUS||ENG
გახმოვანების ენა: RUS||ENG
წამალი: მოყვება(voksi & Steam006)

აღწერა:

მესამე პირის სტელს-შუთერის გაგრძელება, რომლის მოვლენები გადაიყვანს მოთამაშეებს მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებებში, სადაც მათ კვლავ სნაიპერის როლში მოუწევთ ბევრი სახიფათო დავალების შესრულება, რათა გაანადგურონ ნაცისტების მზაკვრული გეგმები და შეცვალონ ომის მსვლელობა. შეუდარებელი რეალიზმი, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად ელემენტს: მსროლელის სუნთქვას, მის გულისცემას, ქარის სიძლიერეს და მიმართულებას.

სისტემური მოთხოვნილებები:

● ოპერატიული სისტემა: Windows Vista /7/8
● პროცესორი: Intel Pentium 4 2.0 GHz
● ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
● ვიდეოკარტა: 512 MB
● აუდიოკარტა: თავსებადი DirectX-თან
● თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 10 GB
ავტორი: ZaqroPC თარიღი: 30-04-2015, 17:39 კომენტარები: 0 ნახვები: 1247
ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: Sniper Elite
წელი: 2006
ჟანრი: Action, 3D, 3rd Person, Stealth
შემქმნელი: Rebellion Developments
გამომშვებელი: Namco Hometek / Бука
ინტერფეისის ენა: რუსული/ინგლისური
გახმოვანების ენა: რუსული/ინგლისური
გამოცემის ტიპი: RePack by R.G. Catalyst
პლატფორმა: PC
წამალი: არ სჭირდება!!
თამაშის ვერსია: V.1.0

თამაშის აღწერა:
ამ თამაშის განსაკუთრებანი იმაში მდგომარეობს რომ გააჩნია სრულიად ახალი ეფექტები და და გრაფიკა რომელიც შესაძლებელს ხდის ითამაშო თამაში ისე რომ არანარ ხარვეზს არ წააწყდე,თამაში თქვენ ხართ ერთ ერთი პროფესიონალი სნაიპერი რომელსაც აკისრია ძალზედ საინტერესო და რთული მისიები რომელიც უნდა შეასრულოთ ფრთხილად და საზრიანად.ძალიან კარგი თამაშია!მოქმედება კი ვითარდება ბერლინში 1943 წელს!

სისტემური მოთხოვნები:

ოპერაციული სისტემა: Windows XP / (Win Vista/Se7en)
პროცესორი: Pentium III 1.2 GHz
ოპერატიული მეხსიერება: 1 GB(XP) 2 GB(Vista/Se7en)
ვიდეოკარტა: 256 MB
ხმის კარტა: თავსებადი с DirectX 9.0c _თან
ადგილი მყარ დისკზე: 2.92 GB

ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:37 კომენტარები: 0 ნახვები: 353
"ლესტერ სიტისა" და ლონდონის "ჩელსის" შორის ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის გადადებული შეხვედრა გუშინ გაიმართა და "პენსიონერების" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აქედან ერთი გოლი "ჩელსის" კაპიტანმა ჯონ ტერიმ გაიტანა.

ამით ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში მცველების მიერ გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი გაიმეორა. ტერის აქტივში ახლა 38 გატანილი ბურთია. თავის დროზე ამდენივე გოლი გაიტანა ლივერპულის "ევერტონის" ყოფილმა მცველმა დევიდ ანსვორტმა.

28 გატანილი ბურთია "ლიდს იუნაიტედის" ყოფილი მცველის, იან ჰარტის აქტივში, რომელიც დღესდღეობით ჩემპიონშიფის მეორეადგილოსან "ბორნმუთის" ღირსებას იცავს. 26 გოლი გაიტანა "ევერტონის" მარცხენაფლანგელმა მცველმა ლეიტონ ბეინსმა.
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:36 კომენტარები: 0 ნახვები: 357
"პარმა" იტალიის უმაღლესი დივიზიონიდან გამოვარდა.

სერია A-ს 33-ე ტურში გუნდი რომის "ლაციოსთან" ანგარიშით 0:4 განადგურდა.

მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გუნდს სატურნირო ცხრილის უკანასკნელი ადგილი უკავია და მე-17 ადგილზე მყოფ "ატალანტამდე" 16 ქულა აშორებს. შესაბამისად, მასთან დაწევის თეორიული შანსიც აღარ აქვს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის მიმდინარეობისას "პარმას" რეგლამენტის დარღვევისთვის 7 ქულა ჩამოაკლეს.
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:36 კომენტარები: 0 ნახვები: 282
იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ტურინში "იუვენტუსმა" "ფირონეტინა" მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 3:2 სძლია.

ანგარიში 33-ე სტუმრებმა როდრიგესის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს. "იუვემ" სულ რაღაც 3 წუთში ლიორენტეს გოლით გაათანაბრა, ხოლო ტაიმის უკანასკნელ წუთზე ტევესის შედეგიანი დარტყმით დაწინაურებაც მოახერხა.

"ფიორენტინას" გათანაბრების შანსი 67-ზე მიეცა, თუმცა ამჯერად როდრიგესმა პენალტი ვერ გამოიყენა და სამ წუთში გამოუყენებელი მოენტისთვის ფლორენციელები ტევესმა დასაჯა - 3:1. მატჩის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ილიჩიჩმა დააფიქსირა, რომელამც სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა.
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:36 კომენტარები: 0 ნახვები: 354
პირველი ლიგის 32-ე ტურის მატჩები ა ჯგუფის შემდეგ ბ ჯგუფშიც გაიმართა. ცენტრალური მატჩი პლეი ოფისთვის მერძოლი "გაგრას" და "ბორჯომის" დაპირისპირება გახლდათ, რომელიც მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-13 წუთზე "გაგრა" ბაქრაძის გოლით დაწინაურდა. მეორე ნახევარში "ბორჯომმა" კობესაშვილის გოლით კი გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც გაგრელებმა, ცოცხალაშვილის მიერ 74-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს და მეორე პოზიციაზე აღზევდნენ, რომელიც უმაღლესი ლიგისთვის ბრძოლის შანსს იძლევა.

ბ ჯგუფი

სქური 3-2 საპოვნელა
ალგეთი 0-0 მეშახტე
ხობი 2-2 მერცხალი
დინამო II 0-3 ბეთლემი (ტექნიკური შედეგი)
გაგრა 2-1 ბორჯომი
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:35 კომენტარები: 0 ნახვები: 315
"მილანის" მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი დღეს შესაძლოა, პოსტიდან გაათავისუფლონ.

ასეთ შემთხვევაში, გუნდს კრისტიან ბროკი უთავკაცებს, რომელიც ამჟამად "მილანის" მეორე გუნდს ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში "მილანი" შინ "ჯენოასთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

"მილანს" სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი უკავია.

ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:35 კომენტარები: 0 ნახვები: 338
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის, ლორან ბლანის აგენტმა ჟან-პიერ ბერნემ განაცხადა, რომ მისი კლიენტი პარიზულ კლუბში მუშაობას გააგრძელებს. მანამდე ეს ინფორმაცია "პსჟ"-ის მფლობელმა ნასერ ალ-ხელაიფიმაც დაადასტურა.

"ბლანს "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენა სურს. ვერ ვხედავ მისი გუნდიდან წასვლის მიზეზს. მას გაუმართლა, თავკაცობდეს იმ გუნდს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ ლორანი 100 პროცენტით "პსჟ"-ში დარჩება", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Goal.com-ი.
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:34 კომენტარები: 0 ნახვები: 252
პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურში საკუთარი შეხვედრა მადრიდის "რეალმაც" გამართა. "სამეფო კლუბმა" ბერნაბეუზე "ალმერია" მიიღო და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

მადრიდელებმა ანგარიში 44-ე წუთზე, ხამეს როდრიგესის ულამაზესი გოლით გახსნეს. შესვენების შედმეგ, მატჩის განახლებიდან 4 წუთში "რეალის" უპირატესობა ორამდე დოს სანტოსის ავტოგოლით გაიზარდა. საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე ალვარო არბელოამ ჩიჩარიტოს გადაცემით დააფიქსირა.

ამრიგად, "რეალის" აქტივში მეორე პოზიცია და 82 ქულაა.

რეალი 3-0 ალმერია

გოლები: როდრიგესი 44' ; დოს სანტოსი (ს.კ.) 49' ; არბელოა 84'
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:34 კომენტარები: 0 ნახვები: 317
29 აპრილს, იაპონიის რანგით მეორე დივიზიონში "სერესო ოსაკამ" საკუთარ მოედანზე "კიოტო სანგა" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში სამივე გოლი ვეტერანმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა გაიტანა.
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:33 კომენტარები: 0 ნახვები: 308
26 აპრილს, ბრაზილიის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, "რიო ბრანკოსა" და "პლასიდო დე კასტროს" შორის გამართულ მატჩში (5:2), "პლასიდო დე კასტროს" ფეხბურთელებმა ერთმანეთთან ჩხუბი მატჩის მიმდინარეობისას დაიწყეს, რის გამოც მსაჯმა ორივე მათგანი მოედნიდან გააძევა.
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:32 კომენტარები: 0 ნახვები: 340
"რეალ სოსიედადის" მთავარი მწვრთნელი, დავიდ მოიესი არაა კმაყოფილი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონით.

"ძალიან სუსტი სეზონია. ალბათ, ყველაზე ცუდი ისტორიაში. არიან კარგი გუნდები, დიდი მოთამაშეებით, მაგრამ ეს ყველაფერი სატურნირო ცხრილს არ ეტყობა".

"ვხედავ კარგ ფეხბურთელებს, მაგრამ ვერ ვხედავ ბრძოლას, რომელიც ადრე იყო გუნდებს შორის".

"ჩემი პრემიერ ლიგაში დაბრუნება? - ახლა არ ვიცი, მაგრამ მოვა დრო და დავბრუნდები ინგლისში,"-განუცხადა BT Sport-ს "ევერტონისა" და "მანჩესტერის" ყოფილმა მწვრთნელმა.
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:32 კომენტარები: 0 ნახვები: 320
"მან.სიტის" ერთ-ერთი ლიდერი დაშავდა, რომელიც გუნდს მომდევნო რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება.

Manchester Evening News-ის ცნობით, ტურე მძიმედ დაშავდა და მის დაბრუნებას დრო სჭირდება.

აღდგენით პროცესს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, 31 წლის იაიამ 26 მატჩი გამართა და რვაჯერ გაიტანა.
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:31 კომენტარები: 0 ნახვები: 311
დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ინგლისელი ნახევარმცველი ვარჯიშს უბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილში ჯეი როდრიგესმა მუხლზე სერიოზული ტრავმა მიიღო. აქამდე, ის აღდგენით პროცესებს გადიოდა.

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისელი შემტევი სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს და ის სეზონის ბოლომდე მოედანზე გასვლასაც მოახერხებს.

"სოტონის" მენეჯერმა, რონალდ კუმანმა იმედი გამოთქვა, რომ ჯეი მას ევროპა ლიგისთვის ბრძოლაში დაეხმარება.
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:31 კომენტარები: 0 ნახვები: 320
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა შოთა ხაბარელმა მინისტრის პოსტზე მისთვის სასურველი კანდიდატურა დაასახელა. კითხვაზე, არსებობს თუ არა აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურა, რომელსაც კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს, ხაბარელმა განაცხადა, რომ ასეთად ირაკლი დოლაბერიძე მიაჩნია, რომელსაც დღესდღეობით სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის პოსტი უკავია.

ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:31 კომენტარები: 0 ნახვები: 240
„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ „პალერმოს“ თავდამსხმელის პაულო დიბალას მიმართ ინტერესო დაადასტურა.

ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:30 კომენტარები: 0 ნახვები: 250
კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზაფხულში "ანორთოსისის" რიგებს ქართველი მცველი, ოთარ კაკაბაძე შეავსებს.

19 წლის მარჯვენაფლანგელი მიმდინარე სეზონში "დინამოს" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე და ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეული ფეხბურთელიცაა.

შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისის" ღირსებას ამჟამად ორი ქართველი, გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე იცავენ.
ავტორი: Dark თარიღი: 30-04-2015, 11:30 კომენტარები: 0 ნახვები: 321
ინგლისური გამოცემების ვერსიით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტს საბოლოოდ მაინც გაახანგრძლივებს.

24 წლის გოლკიპერი ხელფასის სახით, კვირაში, დაახლოებით, 200 ათას ფუნტს მიიღებს.

გარდა ამისა, „Sportsmole“-ს ვარაუდით, ესპანელი შემდეგი სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადასვლას მოახერხებს.
ავტორი: Dark თარიღი: 29-04-2015, 16:40 კომენტარები: 0 ნახვები: 332
"ცხინვალთან" მინიმალური ანგარიშით მარცხის და საქართველოს თასის ფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ კომენტარი "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, კახა გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

კახა გოგიჩაიშვილი: "დღეს ჩვენთვის მთავარი ფინალში გასვლა იყო. პირველი მატჩი 2:0 გვქონდა მოგებული და ორიენტირი მთლიანად შედეგზე გავაკეთეთ. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მივიღეთ ალოგიკური გოლი, რომელიც მარტივ შეცდომას მოჰყვა. მეორე ტაიმში უფრო უკეთ ვითამაშეთ, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მთავარია, რომ ფინალში გავედით და შევეცდებით სეზონი წარმატებით დავასრულოთ."




TOP სიახლეები



kinofilmi.ge