გამოკითხვა

რომელ მობ. სისტემას ხმარობთ?
არცერთს
Android
IOS
Windows Phone
Symbian

კალენდარი

«    მაი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

აპრილი 2017 (1)
თებერვალი 2017 (1)
იანვარი 2017 (1)
დეკემბერი 2016 (3)
ნოემბერი 2016 (11)
სექტემბერი 2016 (1)

რეკლამა

ავტორი: dato24401 თარიღი: 5-11-2016, 19:10 კომენტარები: 0 ნახვები: 717
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიმ ვიზემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ახალ სპორტში ჩაბმა გადაწყვიტა.
ავტორი: dato24401 თარიღი: 5-11-2016, 19:01 კომენტარები: 0 ნახვები: 519
პატო მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც "მილანის" რიგებში აღმოჩნდა. მაშინ "როსონერის" ღირსებას ისეთი დონის ვარსკვლავები იცავდნენ, როგორებიც იყვნენ კაკა, რონალდო, მალდინი და ა.შ
ავტორი: dato24401 თარიღი: 14-02-2016, 17:50 კომენტარები: 0 ნახვები: 493
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, იოჰან კრუიფმა, რომელმაც კატალონიის "ბარსელონას" და ამსტერდამის "აიაქსის" რიგებში თითქმის ყველაფერი მოიგო, გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს და იუმორის გრძნობას კვლავ არ კარგავს.
ავტორი: Mishho თარიღი: 7-09-2015, 15:59 კომენტარები: 0 ნახვები: 467
შოტლანდიასთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ ძალებს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მოსინჯავს და ეცდება, რომ კიდევ ერთი მშვენიერი გუნდი გაამწაროს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ცდილობს. კახა ცხადაძემ პირველი ოფიციალური გამარჯვება მოიპოვა და რათქმაუნდა განწყობა იდეალურია, ყველანი კარგი თამაშის და მორიგი წარმატების მოლოდინში ვართ.
ავტორი: Mishho თარიღი: 4-09-2015, 17:32 კომენტარები: 2 ნახვები: 921
გთავაზობთ საქართველო – შოტლანდიის წინასამატჩო პრევიუს.
ავტორი: nikonaime თარიღი: 23-08-2015, 21:06 კომენტარები: 1 ნახვები: 976
წელი: 2013
ჟანრი: ანიმაცია, საოჯახო, სათავგადასავლო, სპორტი
ხანგრძლივობა: 01:46:38
გახმოვანება: ქართული (მრავალხმიანი)
რეჟისორი: ხოან ხოსე კამპანელა
როლებში: რუპერტ გრინტი, ენტონი ხედი, პიტერ სერაფინოვიჩი, რობ ბრაიდონი, დარენ ბოიდი, ენდრიუ ნოტი, ხუან ხოსე კამპანელა, რალფ ლიტლი, სტენლი ტაუნსენდი, დევიდ შნაიდერი

ფილმის შესახებ:
ამადეოს ისტორია, მორცხვი ბიჭის კეთილი გულით და მისი მეგობრების - მამაცი ფეხბურთელების, რომლის დახმერებით ამადეომ უნდა დაიბრუნოს პატივი, ღირსება და ჭეშმარიტი სიყვარული…

IMDB რეიტინგი: 6,9/10 (5,173 ხმა)
Кинопоиск რეიტინგი: 5.853 (906 ხმა)


ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 20:48 კომენტარები: 0 ნახვები: 373
შემტევი ანხევარმცველი მონტა ელისი„ დალას მავერიკსთან“ არსებული კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტს არ გამოიყენებს, რომლის მხიედვით, მას კლუბთან კონტრაქტიოს ავტომატურად გახანგრძლივება შეუძია. ამის შესახებ ESPN-ს კალათბურთელის ერთ_ერთმა წარმომადგენელმა უამბო. აქედან გამომდინარე, უკანახაზელი წელიწადში 8,7 მილიონ დოლარზე უარს იტყვის.

აღსანიშნავია, რომ ელისის დატოვება არც „დალასის“ ხელმძღვანელებს სურდათ და მისი დარჩენის შემთხვევაში, ისინი მონტას გაცვლას შეეცდებოდნენ.

განვლილ სეზონში 29 წლკის მმოთამაშემ 85 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა მონაგარმა 18,9 ქულა დ 4,1 გადაცემა შეადგინა.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 20:48 კომენტარები: 0 ნახვები: 369
„იაჰუ სპორტსი“ „მემფის გრიზლისის“ ფორვარდის ჯეფ გრინის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც წყარო წერს, კალათბურთელმა არსებულ კონტრაქტში ერთ-ერთი პუნქტის გამოყენება გადაწყვიტა, რომლის მიხედვით, კოტნრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.

2015/16 წლების სეზონში გრინი ხელფასის სახით 9,2 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გრინი „მემფისს“ იანვარში შეუერთდა.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 20:02 კომენტარები: 0 ნახვები: 372
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2015 წლის დრაფტი ისტორიაში მესამეა, რომლის შედეგად, ხეთეულში ორი მოთამაშე მოxვდა, რომელიც აშშ-ს ან კანადის მოქალაქე არაა. ეს ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი და მარიო ხეზონია არიან. პირველი კალათბურთელის უფლებები „ნიუ-იორკ ნიქსმა“ მიიღო, მეორე კი „ორლანდო მეჯიკში“ იქნება.
პირველად მსგავსი რამ 2002 წელს დაფიქსირდა, როდესაც პირველ ხუთეულში ჩინელი იაო მინი და ქართველი ნიკოლოზ ცქიტიაშვილი იყვნენ. მეორედ კი 2011 წელს, როდესაც მესამე ნორმად თურქი ბიგმენი ენეს კანტერი აირჩიეს, ხოლო მეხუთე ნომრად ლიტველი იონას ვალანჩუნასი.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 20:02 კომენტარები: 0 ნახვები: 338
როგორც თავისი „ტვიტერის“ გვერდზე „იაჰუ სპორტსის“ მიმომხილველმა მარკ სპირსმა დაწერა, „დენვერ ნაგეტსის“ ხელმძღვანელობა იტალიის ნაკრების თავდამსხმელის დანილო გალინარის გასაცვლელად მზადაა.

განვლილ სეზონშ 26 წლის მოთამაშემ 59 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 24 წუთში 12,4 ქულა და 3,7 მოხსნა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ გალინარი „ნაგეტსში“ 2011 წლიდან თამაშობს. 2014 წელს მან მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 2013/14 წლების სეზონი სრულიად გამოტოვა.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 19:20 კომენტარები: 0 ნახვები: 372
შესაძლოა, მალე მადრიდის "ატლეტიკომ" ხელი მოაწეროს საფრანგეთის ჩემპიონთან.

ტიაგო მოტამ იცის, რომ გუნდში ელიან არდა თურანის შემცვლელად, რომელიც ზაფხულში პრემიერ ლიგაში გადავა. "ლეიბებს" იტალიელი ვეტერანის გაფორმება უფასოდ შეუძლიათ.

მოტა, რომელმაც "ატლეტიკოში" ერთი სეზონი იასპარეზა(2006-2007), შეხვდება მადრიდელთა წარმომადგენლებს და თავის მოთხოვნებს წარუდგენს.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 19:19 კომენტარები: 0 ნახვები: 349
ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ისკოს შეძენის ვარიანტს განიხილავს, რის შესახებაც „გაძეტა დელო სპორტი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „იუვეს“ ხელმძღვანელობა ოსკოს სახით ანდრეა პირლოს შემცვლელს ხედავს, რომელიც უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, „ნიუ-იორკ სიტიში“ გადაბარგდება.

აქამდე გავრცელებული ცნობით, ისკომ რაფაელ ბენიტესთან საუბრის შემდეგ „რეალში“ დარჩენა გადაწყვიტა.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 19:19 კომენტარები: 0 ნახვები: 335
დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველის დუგლას კოსტას აგენტმა კია ჯურაბჩანმა მისი კლიენტის მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„კოსტა ჯერ არსად გადასულა. დაგიდასტურებთ, რომ „ბაიერნი“ ჩემი კლიენტით ინტერესდება, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია“, - განაცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ცნობით, „ბაიერნი“ კოსტას სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 19:19 კომენტარები: 0 ნახვები: 335
„მილანის“ ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ნაიჯელ დე იონგთან კოტნრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა. ახალი ხელშეკრულება მხარეებმა 2018 წლამდე გააფორმეს.

ცნობისთვის, წინა შეთანხმება კლუბსა და ფეხბურთელს განვლილი სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურათ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი „მილანში“ 2012 წლიდან თამაშობს. ბოლო დროს მისი „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ იწერებოდა.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 19:18 კომენტარები: 0 ნახვები: 359
პსჟ-ში მოთამაშე ტიაგო მოტა უახლოეს მომვალში მადრიდის "ატლეტიკოს" დაუბრუნდება, სადაც 2007/08 წლების სეზონში თამაშობდა.

ტიაგომ იცის, რომ ესპანურ კლუბში მას მოუთმენლად ელიან, რადგან მადრიდელებს მისი დამატება უფასოდ შეუძლიათ.

ასეთი პერსპექტივა საკმაოდ რეალურია, რადგან პსჟ და მოტა ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 19:18 კომენტარები: 0 ნახვები: 346
"ატლეტიკოს" ნახევარმცველი, არდა თურანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ მოთხოვნადია.

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" 28 წლის შემტევით, არდა თურანით ინტერესდება. ტრანსფერის განხორციელება თავად ლუის ენრიკეს სურს.

თურქი წინახაზელის სატრანსფერო ღირებულება 41 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში, არდა თურანმა 46 მატჩი ჩაატარა. გაიტანა სამი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 19:18 კომენტარები: 0 ნახვები: 332
მარტვილის ”მერანის” პრესსამსახურის ცნობით ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფეხბურთელები: ლევან გეგეჭკორი, კიჭი მელიავა, დათა ციცხვაია, აკაკი წყაროზია და ნოდარ კიკნაველიძე სხვა კლუბებში გააგრძელებენ კარიერას.

მარტვილელები იუწყებიან, რომ გეგეჭკორი კარიერას ქობულეთის ”შუქურაში” გააგრძელებს, კიჭი მელიავა და დათა ციცხვაია ლანჩხუთის ”გურიაში”, სავარაუდოდ ასევე ”გურიაში” იასპარეზებენ აკაკი წყაროზია და ნოდარ კიკნაველიძე.

კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ”მერანი” ახალ სეზონს ახალგაზრდული გუნდით შეხვდება, ახალწვეულებზე სიახლეები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კლუბი ზურაბ მამალაძემაც დატოვა. გამოცდილი მეკარე კარიერას "ზუგდიდში" გააგრძელებს.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 19:17 კომენტარები: 0 ნახვები: 345
პეტერ ჩეხი მეორე ლონდონურ გუნდში გადადის.

ВВС-ის ინფორმაციით, გუნდებს შორის ყველანაირი ფინანსური გარიგება შედგა. ტრანსფერი 11 მილიონი ფუნტი დაჯდება.

უფრო მეტიც, ჩეხმა კარის დარაჯმა "არსენალთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. დარჩა სამედიცინო შემოწმება, რომელსაც 33 წლის ფეხბურთელი დღეს გაივლის.

აქვე დავამატებთ, რომ პეტერ ჩეხმა გასულ სეზონში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა, რადგან ის ვერ უწევს კონკურენციას ბელგიელ, ტიბო კურტუას.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 19:17 კომენტარები: 0 ნახვები: 346
ჩინური „გუანჩჟოუს“ თავდამსხმელი ალბერტო ჯილარიდნო, რომელმაც განვლილი სეზონის მეორე ნაწილში იჯარით „ფიორენტინაში“ ითამაშა, შესაძლოა, სამშობლოშ კვლავ დაბრუნდეს და ამჯერად „კარპის“ მაისური მოირგოს.

აქამდე იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელს „ფიოტენტინამ“ ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ „კარპი“ სერია ა-ში ისტორიაში პირველად ითამაშებს. აქამდე კლუბის მხრიდან ლუკა ტონისადმი ინტერესის შესახებაც იწერებოდა.

ცნობისთვის, განვლილ სეზონში ჯილამ სერია ა-ს ცამეტ მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ავტორი: Dark თარიღი: 26-06-2015, 12:17 კომენტარები: 0 ნახვები: 371
"მეთოფეები" კვლავ იჩენენ ინტერესს არტურო ვიდალის მიმართ.

ბრიტანული მედიის ცნობით, "არსენალი" ალექსის სანჩესს ჩილელი პარტნიორის მოყვანას უპირებს. მიუხედავად ვიდალის სასამართლოს პრობლემებისა, ლონდონელებს მაინც სურთ გამოცდილი შუახაზელის დამატება.

შეგახსენებთ, რომ ავტოავარიის შემდეგ, არტურო ვიდალზე ბევრმა უარი თქვა. შეთავაზება გააუქმა მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა".

თუმცა, ეს უარყოფითი ფაქტორი არ უშლის არსენ ვენგერს 28 წლის ნახევარმცველის მიმართ დაინტერესებაში. "არსენალმა" ტრანსფერისთვის 30 მილიონი გაამზადა.

გასულ სეზონში, არტურო ვიდალმა სერია ა-ში 28 მატჩი ჩაატარა. გაიტანა შვიდჯერ და ოთხჯერ ზუსტი პასი გააკეთა.




TOP სიახლეები



kinofilmi.ge